მსოფლიოში ხორბლის ფასი იკლებს

ხორბლის საერთაშორისო ფასი თითქმის სამწლიან მინიმუმზეა, რასაც რუსეთში კარგი მოსავალი განაპირობებს, თუმცა ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების გამძაფრება შავ ზღვაში მარცვლეულის გადაზიდვას საფრთხეს უქმნის.

ივლისის შემდეგ ფასები მეხუთედით შემცირდა მიუხედავად მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებისა და რუსული დრონების თავდასხმებისა უკრაინულ პორტებზე.

ფასები ამჟამად 570 აშშ დოლარის ფარგლებშია ბუშელზე, თუმცა მათი ზრდა, ბაზარზე არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნებისმერ დროსაა მოსალოდნელი. ომის შემდგომ გაზრდილი ფასების კლებას 33 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტით ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებამ შეუწყო ხელი, რომელიც ამჟამად შეჩერებულია.

აღსანიშნია, რომ რუსეთი ხორბლის ექსპორტის 70% შავი ზღვის გავლით ხორციელდება და ნებისმიერი შეფერხება მიწოდებაზეც აისახება.

ცნობისთვის, 2020-21 წლებში უკრაინამ მსოფლიოს ხორბლის 9.2% მიაწოდა, ხოლო რუსეთმა, რომელიც უმსხვილესი ექსპორტიორია, 15.9%, 2023-24 წლების სეზონზე კი ეს რიცხვი 22.5%-ს მიაღწევს.

კახი ჩაკვეტაძე