ფასები პირველად ბაზარზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რასაც ასევე ხელს უწყობს დეველოპერების მხრიდან გადახდის მოქნილი სქემების შეთავაზება. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
„ამასთან, მეორად ბაზარზე ფასები ოდნავ შემცირდა თვიურად (ზრდა გრძელდება წლიურ ჭრილში), რადგან მოთხოვნა შესუსტდა ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირების გამო.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ფიქსირდება შემდეგი ზრდის ტემპები პროექტების ტიპების მიხედვით:
პირველადი ბაზრის პროექტები +39.4%;
მეორადი ბაზრის ახალი პროექტები +23.7%;
მეორადი ბაზრის ძველი პროექტები +15.3%,“- ნათქვამია კვლევაში.