რუსეთი ნავთობს G7-ის მიერ დაწესებულ ზღვარზე ძვირად ყიდის - FT

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, რუსეთი ნავთობის უმეტესი ნაწილის ექსპორტისას G7-ის მიერ დაწესებულ სანქციებს თავს არიდებს, რამაც, შესაძლოა, გაზარდოს კრემლის მიერ მიღებული შემოსავალი ნავთობის გაძვირების ფონზე.

FT-ის მონაცემებით, ზღვით გადაზიდული რუსული ნედლი ნავთობის 3/4 დასავლური დაზღვევის გარეშე იყო, რაც ბერკეტია G7-ის 60-დოლარიანი ფასის ზღვრის სისრულეში მოსაყვანად.

კიევის კონომიკური სკოლის გამოთვლით, ივლისის შემდეგ ნედლი ნავთობის ფასის ზრდა და რუსეთის მიერ ფასდაკლებების გაიშვიათება ნიშნავს, რომ 2023 წელს კრემლი 15 მილიარდი დოლარით მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

აღსანიშნია, რომ ნავთობის გაყიდვები კრემლის შემოსავლის მთავარი წყაროა, თუმცა დასავლეთი ამის ეფექტურ შეზღუდვას ვერ ახერხებს - რუსეთმა ისწავლა სანქციებზე გვერდის ავლა, რასაც ნედლი ნავთობის გაძვირებაც ახლავს თან.

ამჟამად Brent-ის ფასი 93 დოლარამდეა ბარელზე, ხოლო რუსული Urals 78 დოლარი ღირს.

კახი ჩაკვეტაძე