თბილისში, მიმდინარე წლის 8 თვეში, „მშენებლობის შეჩერების შესახებ“ 270 დადგენილება გამოიცა, ხოლო უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ - 50

თბილისში, მიმდინარე წლის 8 თვეში, „მშენებლობის შეჩერების შესახებ“ 270 დადგენილება გამოიცა, ხოლო უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ - 50. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე, სამშენებლო სამართალდარღვევის დაჯარიმების შესახებ გამოცემულია 783 დადგენილება.

რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს - როგორც მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ საკითხზე სამსახური სტატისტიკას არ აწარმოებს.

“გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 1 სექტემბრამდე, სამსახურის მიერ თბილისის მასშტაბით, სამშენებლო სამართალდარღვევის დაჯარიმების შესახებ გამოცემულია 783 დადგენილება “მშენებლობის შეჩერების შესახებ” გამოცემულია 270 დადგენილება, ხოლო უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე გამოცემულია 50 დადგენილება. დამატებით გაცნობებთ, რომ განცხადებაში მითითებულ საკითხზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სამსახური მსგავსი სახის სტატისტიკას არ აწარმოებს,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.