"ჰილტონი" ბათუმში 247 ნომრიან სასტუმროს ხსნის

20 მაისს "ჰილტონი" ბათუმში 247 ნომრიან სასტუმროს ხსნის.

საქართველოში "ჰილტონის" წარმომადგენლობის ინფორმაციით, მრავალსართულიან სასტუმროში განთავსებულია ქართული რესტორანი PELIONI, TANDILA LOBBY CAFE, და NEPHELE BAR, რომელიც მდებარეობს 20-ე სართულზე ღია ტერასით.  სასტუმროში ფუნქციონირებს დახურული აუზი ვერანდით, სავარჯიშო დარბაზი და EFOREA SPA, რომელიც დამსვენებელს უნიკალურ პროცედურებს სთავაზობს.

სასტუმროს ასევე განსაკუთრებული სადღესასწაულო დარბაზი აქვს, EXECUTIVE LOUNGE, შვიდი შეხვედრების ოთახი. ოთახების უმრავლესობას აქვს აივანი. სასტუმროს ასევე აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც მომხმარებელს დამატებით კომფორტს უქმნის.