ეროვნულ ბანკში ფინანსური სტაბილურობის სხდომა გადაიდო

ფინანსური სტაბილურობის სხდომა ხვალ აღარ გაიმართება. სხდომა, 2 კვირით გადაიდო და 11 ოქტომბერს გაიმართება.

„კომიტეტი ელოდება სტატისტიკური ინფორმაციის განახლებას, რომლის ასახვაც უნდა მოხდეს კომიტეტის შესაძლო გადაწყვეტილებაში. კომიტეტის გადაწყვეტილებით სხდომა ადრეც არაერთხელ გადადებულა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა 11 ოქტომბერს ჩატარდება.“, - აცხადებენ სებ-ში.

ცნობისათვის, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ და იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ.

სხდომა კვარტალში ერთხელ იმართება. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა, რომელიც 31 მაისს გაიმართა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, ნეიტრალურ დონეზე 1%-ზე დატოვა.

კომიტეტის შემადგენლობა შემდეგია: კომიტეტს ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები, შესაბამისი დეპარტამენტებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები.

თამარ მუკბანიანი