„არ ვფიქრობ, რომ ხალხი თურნავას წინააღმდეგია. ვფიქრობ, ხალხი გარკვეულწილად  შეშფოთებულია იმით, თუ როგორ მოხდა გადაწყვეტილების მიღება“ - რობერტ სინგლეტარი

არ ვფიქრობ, რომ ხალხი თურნავას წინააღმდეგია. ვფიქრობ, ხალხი გარკვეულწილად შეშფოთებულია იმით, თუ როგორ მოხდა გადაწყვეტილების მიღება - ამის შესახებ tv პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრი რობერტ სინგლეტარი აცხადებს.

მისი თქმით, ჭორია, რომ ვინმე სებ-ში პერსონალურად თურნავას წინააღმდეგია.

„არ ვფიქრობ, რომ ხალხი თურნავას წინააღმდეგია. ვფიქრობ, ხალხი გარკვეულწილად შეშფოთებულია იმით, თუ როგორ მოხდა გადაწყვეტილების მიღება. გარწმუნებთ, რომ ბანკში არავინაა, ვინც თურნავას წინააღმდეგ მოქმედებს. არ ვარ დარწმუნებული, რომ პეტიცია თურნავას წინააღმდეგ იყო მიმართული, პეტიცია, რომელიც შეადგინეს იყო მათი შეხედულებების და პოზიციის გამოხატვა იყო. მაქვს ინფორმაცია, რომ ის ხალხი, ვინც პეტიციის შედგენა დააორგანიზა, გადაწყვიტეს უფრო შორს არ წასულიყვნენ. ჩემი, აზრით ეს სულელური ჭორია", - აცხადებს ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრი რიჩარდ სინგლეტარი.

ოთარ ფარცხალაძისათვის საერთაშორისო სანქცირების ჯერ მიერთების და შემდეგ მოხსნის ფონზე საბჭო სამმა წევრმა დატოვა - ნიკოლოზ გაგუა, არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავამ, რომლებიც ვიცე-პრეზიდენტები არიან. რობერტ სინგლეტარს კი, უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში გასდის.

თამარ მუკბანიანი