ლონდონი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქია

CBRE-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორთა 53% ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს

უძრავი ქონების სფეროში საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია CBRE-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლონდონი ინვესტორთათვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქია.

CBRE-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორთა 53% ინვესტიციების გაფართოებას გეგმევას. კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა 38% საკუთარი რეგიონის გარეთ აპირებს ინვესტირებას, რაც 10%-ით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე. გამოკითხულთა 31% ძირითად საინვესტიციო ბაზრად დასავლეთ ევროპას მიიჩნევს, 27% კი აზიის ბაზარს.

ლონდონის შემდეგ, ინვესტორთათვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქების ათეულში მოხვდნენ ტოკიო, სიდნეი, ნიუ იორკი, პარიზი, მადრიდი, დალასი და სიეტლი.