Highlands By Alliance: რეკრეაციულ უძრავ ქონებაში ინვესტირების ახალი შესაძლებლობა ალიანს ჯგუფისგან

“ალიანს ჰაილენდსი” - ალიანს ჯგუფის მორიგი ინოვაციური, სამთო-საკურორტო კონცეფციის, ალპური-ტიპის კომპლექსია, რომელიც აჭარის მაღალმთიან კურორტ გოდერძიზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ, სამთო-უძრავი ქონების მიმართულებას წარმოადგენს.

“ალიანს ჰაილენდსი”, ალიანსის რიგით მეორე პროექტია კურორტ გოდერძიზე - კომპანიის პირველი კომპლექსი, სასტუმრო-ბრენდ Ramada-სთან პარტნიორობით, წარმატებით არის რეალიზებული.

კომპლექსის Presale გაყიდვები, უკვე ოფიციალურად დაიწყო, რომელიც მოქნილი გადახდის პირობებითა და ინვესტირების საწყისი ეტაპის ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა.

“ალიანს ჰაილენდსის” შესახებ

384469037-1852347448515725-1668417447440415947-n-1695800653.jpg

“ალიანს ჰაილენდსი” სამთო-საკურორტო კონცეფციით შექმნილი, ალპური-ტიპის საინვესტიციო პროექტია, რომელიც კურორტ გოდერძის ცენტრალურ ნაწილში, საბაგიროდან 60 მეტრში მდებარეობს და მოიცავს საერთო პოდიუმით დაკავშირებულ 3 - A, B, C თაუერებს, საინვესტიციო ლოფტ რეზიდენციებს, საკურორტო ინფრასტრუქტურას და სრულად ფუნქციონირებად სასტუმროს.

  • A თაუერი - 3 სართული
  • B თაუერი - 3 სართული
  • C თაუერი - 3 სართული
  • D თაუერი - სასტუმრო

კომპლექსის ადგილმდებარეობა, უნიკალურ კურორტ გოდერძიზე, უიშვიათესი კლიმატური პირობებით, მაღალმთიანი ლანდშაფტით, უალტერნატივო სპორტული და ტურისტული მიმართულებების მრავალფეროვნებით არის გამორჩეული.

კურორტი გოდერძი

384367907-1003193670801065-7084755611248484588-n-1695800689.jpg

სამთო კურორტი გოდერძი, მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს და ერთადერთ ზონას წარმოადგენს რეგიონში, რომელიც გახანგრძლივებული სეზონურობით ხასიათდება - გოდერძი ადგილობრივ, თუ საერთაშორისო დამსვენებლებს, წლის ოთხივე სეზონზე მასპინძლობს.

ამას გარდა, კურორტი წიწვოვანი და ბორეალური ტყის გამაჯანსაღებელი თვისებებითაც გამოირჩევა და 3 ტიპის: მცირე, საშუალო და რთული სათხილამურო ტრასებით, იდეალურ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის.

“ალიანს ჰაილენდსის” საინვესტიციო მიმზიდველობა

რეკრეაციული უძრავი ქონება, ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონტრიბუტორია, რომელიც წლიურად დაახლოებით 400 მილიონ მაღალშემოსავლიან ტურისტს იზიდავს - “ალიანს ჰაილენდსი” სწორედ ყველაზე პერსპექტიული, სამთო უძრავი ქონების მოდელს წარმოადგენს, რომელიც კურორტ გოდერძიზე და რეგიონში, მაღალი სეგმენტის დამსვენებლების მოზიდვას უზრუნველყოფს.

კომპლექსის სტრატეგიული ლოკაცია, გახანგრძლივებული სეზონურობა, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა და ტურისტული მიმართულებები - უნიკალურ სამთო-კურორტს, საერთაშორისო ინვესტორების თვალსაწიერში მოახვედრებს, ხოლო ალპური-ტიპის კონცეფცია, მაღალი კლასის ლოფტ რეზიდენციები, თუ სამთო-უძრავი ქონების სრულყოფილი, მზა ბაზარი, განხორციელებული ინვესტიციის, მაღალ უკუგებას უზრუნველყოფს და “ალიანს ჰაილენდსის” საინვესტიციო მიმზიდველობას განაპირობებს.

(R)