EBRD-მა 2024 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა - როგორია 2023 წლის განახლებული მაჩვენებელი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა, 2024 წლის კი შეამცირა.

განახლებული პროგნოზის თანახმად, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 6%-ს მიაღწევს, 2024 წელს კი 4.5%-მდე შემცირდება. ამ დრომდე ბანკი საქართველოში წელს 5%-იან, მომავალ წელს კი 5.3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდა.

ინფორმაციისთვის, საქსტატის, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 7.2% იყო

მთავრობამ კი, საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე თვეში 5%-დან 6.5%-მდე გაზარდა.

თამარ მუკბანიანი