მილიარდელი რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანში დააკავეს

სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერი რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანელმა სამართლდამცველებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულ და სომხურ მედიაში ვრცელდება.

როგორც ცნობილია, ის აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ლაჩინის დერეფანში დააკავა, როდესაც ყარაბაღის დატოვებას და სომხეთში გადასვლას ცდილობდა.

ცნობისთვის, რუბენ ვარდანიანი ყარაბაღის უკანონო სეპარატისტული რეჟიმის სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა მალევე გადადგა და ბოლო დროს ქალაქ ხანქენდში ცხოვრობდა, რომელსაც სომხები სტანფაკერტს უწოდებენ.

რუბენ ვარდანიანი რუსეთში მოღვაწე მილიარდერებიდან ერთ-ერთია, რომელმაც უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. მან რუსეთის მოქალაქეობა 2022 წლის სექტემბერში დატოვა და სწორედ ამის შემდეგ გადავიდა ის საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში. მანამდე ვარდანიანი იყო Troika Dialog-ის საინვესტიციო ბანკის აქციონერი.

რუბენ ვარდანიანი რუსეთში 1985 წლიდან ცხოვრობდა. Forbes-ის მონაცემებით, ის 1.2 მილიარდ დოლარს ფლობს.

კახი ჩაკვეტაძე