„ვდგავართ უდიდესი რისკის წინაშე, რომ სავალუტო ფონდმა სრულად გააუქმოს ყველა პროექტი,“ - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„რას ნიშნავს სავალუტო ფონდის პროექტები, რა მნიშვნელობა აქვს მის ანგარიშებს და რა როლი აქვს მის როლს საქართველოს ეკონომიკაში.
სავალუტო ფონდის ანგარიშებზე დაყრდნობით ხდება საქართველოში უცხოური საინვესტიციო ჯგუფების მხრიდან ინვესტირება.
სავალუტო ფონდის პროექტების მიხედვით ხდება ქვეყანაში წამყვანი ვალუტების (USD, EURO) შემოდინება.
სავალუტო ფონდის პროექტების და ანგარიშების მიხედვით ხდება ქვეყნის საკრედიტო უნარის განსაზღვრა და მისი დაკრედიტება (საგარეო ვალი, ავტობანების მშენებლობა, ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარების გრანტები და ა.შ)
სავალუტო ფონდმა ჯერ შეაჩერა 4 თვის წინ საქართველოს მიმართ პროექტების განხილვა (რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების მიზეზით) და ეხლა ვდგავართ უდიდესი რისკის წინაშე, რომ სრულად გააუქმოს ყველა პროექტი.
სავალუტო ფონდის პროექტების გაუქმება გამოიწვევს საშუალოვადიან პერიოდში:
ლარის მკვეთრ გაუფასურებას.
საქონლისა და მომსახურების ფასების საშუალოდ 30-40% ით ზრდას.
დასავლური ინვესტიციების ფაქტიურად გაჩერებას,“- წერს აბესაძე.