კეთროვანია ჩვენი ყველა დელეგაცია ევროპულ და ამერიკულ ფორუმებზე. ისინი ხვდებიან მხოლოდ მესამე ქვეყნის ჩამორჩენილ ლიდერებს - გიორგი ქადაგიძე

კეთროვანია ყველა ჩვენი დელეგაცია ევროპულ და ამერიკულ ფორუმებზე. ისინი ხვდებიან მხოლოდ მესამე ქვეყნის ჩამორჩენილ ლიდერებს, ან პროტოკოლით გათვალისწინებულ ფოტოებს იღებენ მისაღებებში, სადაც ყველა ჩასული ადამიანი იყრის თავს. ასეთი იზოლაციის საფრთხის წინაშე ვართ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, სებ-ის ბოლო გადაწყვეტილებები, მიღებულია საქართველოს იზოლაციაში მოსაქცევად.

"ყველა გადაწყვეტილება სჭირდებათ იმისთვის, რომ აქ ნორმალური ინვესტიცია აღარ შემოვიდეს. ქვეყნის ეკონომიკის არჩამოშლა კი, დამოკიდებული ხდება რუსეთზე, ბელარუსზე და ჩინეთთან გაუგონარ პოლიტიკურ თამაშზე. ნახეთ ვის ხვდებიან ჩვენი დელეგაციები. შიგნიდან, შეიძლება ეს ასე არ ჩანს, მაგრამ კეთროვანია ყველა ჩვენი დელეგაცია ევროპულ და ამერიკულ ფორუმებზე. ისინი ხვდებიან მხოლოდ მესამე ქვეყნის ჩამორჩენილ ლიდერებს, ან პროტოკოლით გათვალისწინებულ ფოტოებს იღებენ მისაღებებში, სადაც ყველა ჩასული ადამიანი იყრის თავს.

ასეთი იზოლაციის საფრთხის წინაშე ვართ. კიდევ ერთხელ, უნდა გვესმოდეს, რომ ამ იზოლაციას მოჰყვება კიდევ უფრო დიდი გაღარიბება, რადგან რუსეთთან მეგობრობა მხოლოდ სიღარიბეა. ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთის სატელიტია, არის უკიდურესად ღარიბი და მათი ელიტა უკიდურესად მდიდარი ამ ელიტური მართვის ხარჯზე. ჩვენც ასეთ ქვეყანას მივიღებთ, თუ არ დავფიქრდით, რომ ერთის მხრივ, ეს გვემუქრება და მეორეს მხრივ, ჩვენ ვართ თაობა, რომლებსაც საუკუნოვანი შანსი მიეცა და აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანა ევროპულ ასპარეზზე გავიყვანოთ" - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

თამარ მუკბანიანი