ნავთობის ფასმა 97 დოლარს მიაღწია

ნავთობის ფასი ერთი დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით, 3%-ით გაიზარდა და 100-დოლარიან ნიშნულს კიდევ უფრო მიახლოვდა, რაც აშშ-ში მოსალოდნელზე ნაკლებმა მარაგებმა და შესაბამისად, ბაზარზე მდგომარეობის გაუარესების მოლოდინმა განაპირობა.

Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულებამ 97 დოლარს მიაღწია ბარელზე, რაც 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო WTI ამჟამად 94 დოლარამდეა.

აშშ-ს ენერგიის საინფორმაციო სააგენტოს უახლესი ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში კომერციული ნედლი ნავთობის საწარმოო მარაგები 2.2 მლნ ბარელამდე შემცირდა გასული კვირის შემდეგ, რამაც მიწოდებასთან დაკავშირებული რისკები კიდევ უფრო გაზარდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისის შემდეგ ნედლი ნავთობი 30 პროცენტითაა გაძვირებული, რაც მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლების, მათ შორის, საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ მიწოდების შემცირებითაა განპირობებული.

კახი ჩაკვეტაძე