რუსეთში საშემოდგომო გაწვევა 1-ელ ოქტომბერს იწყება

რუსეთის ფედერაციის ყველა შემადგენელ ერთეულში, შორეული ჩრდილოეთის გარკვეული რაიონების გარდა, 1-ელ ოქტომბერს საშემოდგომო გაწვევა იწყება, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ორგანიზაციული და სამობილიზაციო დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვლადიმერ ციმლიანსკიმ განაცხადა.

მისი განმარტებით, შორეული ჩრდილოეთის გარკვეული რაიონებში, კლიმატის გამო, საშემოდგომო გაწვევა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება.

მისივე თქმით, შეკრების პუნქტებიდან ახალწვეულების გაგზავნა 16 ოქტომბერს დაიწყება.