რა მარკის ავტომობილებს ყიდულობენ ყველაზე ხშირად ქართველი მძღოლები

ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ბოლო პერიოდში ქუჩებში უამრავი მარკისა და ფერის ავტომანქანა დადის, bpn.ge დაინტერესდა, რა ფირმის ავტომობილებს ყიდულობენ ყველაზე ხშირად ქართველი მძღოლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც 2013 წლის მონაცემებს ასახავს, საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რუხი/ვერცხლისფერი (26%) და თეთრი (16%) ფერისაა. ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული, თუმცა იზრდება 3 წლამდე ასაკის ავტო-მოტო ტრანსპორტის რაოდენობა.

ავტოპარკის შემადგენლობაში 60,9%-ს იკავებს მსუბუქი ავტომობილი, 18,9%-ს მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი, 9,1%-ს სატვირთო, 5,6%-ს სამგზავრო, 3,5%-ს სასოფლო-სამეურნეო და სპეცტექნიკა, 1,6%-ს მისაბმელიანი და 0,5%-ს მოტოტრანსპორტი.

ფერების მიხედვით, მსუბუქ ავტომობილებში ლიდერობს რუხი/ვერცხლისფერი (192125), მას მოჰყვება თეთრი ფერის ავტომობილები (120710), ლურჯი (104022), შავი (83681), მწვანე (76302), წითელი (71882), ყავისფერი (46886), ყვითელი (20812), ნარინჯისფერი (9463), იისფერი (9377), მეწამული (3377), ვარდისფერი (545).

ყველაზე მეტად გავრცელებული უცხოური მარკების ათეული ასეთია:

bpn

ყველაზე მეტად გავრცელებული 10 უცხოური მოდელი:

bpn

მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (51,9%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2013 წელს უფრო მოთხოვნადი იყო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები. როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ავტომანქანებში ლიდერობს FORD, რომელიც სამგზავროების 53%-ს შეადგენს, ხოლო სატვირთოების 34%-ს. ავტოსატრანსპორტო საშუალებების 89% კერძო პირების მფლობელობაშია. ავტო-მოტო ტრანსპორტის 37.1% თბილისშია რეგისტრირებული. თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 4-დან 9-მდე მერყეობს. საქართველოს მასშტაბით საშუალო მაჩვენებლია - 5. პირველადი რეგისტრაციის მიხედვით, მსუბუქი ავტომანქანების წილი 57%-ია, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის - 33%. ამ მხრივ, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა კონტიგენტი უპირატესობას MERCEDES BENZ მარკის ავტომანქანებს ანიჭებს.

თაკო ესებუა