8 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 1.8 მლრდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები, 31 აგვისტოს მდგომარეობით, 72.1 მილიარდ ლარს შეადგენს.

ამასთან, საბანკო სექტორის კაპიტალი 11.2 მილიარდი ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.5%-ია.

8 თვის ფინანსური მაჩვენებლები კი, ასეთია:

საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან - 3.87 მილიარდი ლარი; საპროცენტო შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან - 487 მილიონი დოლარი;საპროცენტო შემოსავლები ჯარიმებიდან - 75 მილიონი ლარი;სულ საპროცენტო შემოსავლები - 4.6 მილიარდი ლარი.

ვალუტის კონვერსიის ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება - 453 მილიონი ლარი; საკომისიო შემოსავლები - 399 მილიონი ლარი;

ხარჯები:

საპროცენტო ხარჯი დეპოზიტებზე - 1.36 მილიარდი ლარი;ბანკის ადმინისტრაციის პერსონალის ხარჯები - 718 მილიონი ლარი;ექსპლოატაციის, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯები - 239 მილიონი ლარი;ზარალი შესაძლო დანახარჯების მიხედვით - 245.9 მილიონი ლარი;

მთლიანი მოგება - 2.12 მილიარდი ლარი;მოგების გადასახადი - 315 მილიონი ლარი;

წმინდა მოგება - 1.812 მილიარდი ლარი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

თამარ მუკბანიანი