საფრანგეთში შობადობა რეკორდულად დაეცა

საფრანგეთში შობადობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული რეკორდულ დაბალ დონემდე დაეცა. ინფორმაციას სტატისტიკისა და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი (Insee) ავრცელებს.

კერძოდ, ინსტიტუტის ანგარიშში წერია, რომ 2022 წელს საფრანგეთში 726 ათასი ბავშვი დაიბადა, რაც ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სოციოლოგების აზრით, შობადობის მნიშვნელოვანი ვარდნა 25-34 წლის ქალების ყველაზე რეპროდუქციულ ჯგუფში შეინიშნება, რაც საფრანგეთის, თითქმის, ყველა რეგიონში ფიქსირდება. ამასთან, 40 წელს გადაცილებულ ქალებში შობადობა იზრდება.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საფრანგეთში დედების საშუალო ასაკი 30-დან 31 წლამდე გაიზარდა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბავშვების 65% ქორწინების გარეშე დაიბადა, მაშინ, როცა 2012 წელს ეს მაჩვენებელი 57% იყო.

1-ლი იანვრის მდგომარეობით, საფრანგეთის მოსახლეობა 68 მილიონ ადამიანს შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ