შიდა ქართლში სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლში სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტში ივნისისთვის საირიგაციო სისტემის სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია დასრულდება და დამატებით 1 300 ჰექტარი მიწის ფართობი იქნება წყალუზრუნველყოფილი. მათივე ცნობით, სამუშაოებს, რომელიც 2014 წელს დაიწყო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და "საქართველოს მელიორაცია" ახორცილებენ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, აღდგა სადგურების ელექტრომომარაგება, დამონტაჟდა ახალი სატუმბი აგრეგატები და ტუმბოები. 2 000 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტის შედეგით, კასპის რაიონის 5 სოფლის დაახლოებით 2000 მოსახლე ისარგებლებს. გარდა ამ პროექტისა, "საქართველოს მელიორაცია" რაიონის სამელიორაციო სისტემის კიდევ 6 ობიექტზე ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.