თბილისში უძრავი ქონების ღირებულება 19%-ით, ხოლო ქირა 37%-ით გაიზარდა

2023 წლის აგვისტოში თბილისში 3,287 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 6%-ით ნაკლებია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საშუალო გასაყიდი ფასი წინა თვესთან შედარებით უცვლელი დარჩა და კვ.მეტრის ღირებულებამ 1 161 დოლარი შეადგინა, ხოლო წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 19%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ქირას, კვლევის თანახმად, გასაქირავებელი ფასი 12.3 დოლარს გაუტოლდა კვ.მეტრზე, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 37%-ით მაღალია.

„თიბისი კაპიტალის“ ცნობით, უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 252 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და წლიურ ჭრილში 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

თაია არდოტელი