ლონდონის საფონდო ბირჟა კვლავ ევროპაში უდიდესი ხდება

ბრიტანეთის საფონდო ბირჟა "წელში იმართება." თითქმის 1 წლის წინ ლონდონის კაპიტალის ბაზარი ევროპაში უდიდესი იყო, მაგრამ მან ეს სტატუსი პარიზთან დაკარგა, ახლა კი კვლავ უკან იბრუნებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

Bloomberg-ის ინდექსით, ბრიტანულ ბირჟაზე დალისტული კომპანიების საერთო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.90 ტრილიონ დოლარს შეადგენს, საფრანგეთისაზე კი 2.93 ტრილიონ დოლარს.

ორ ბირჟას შორის ფინანსური სხვაობა თანდათან შემცირდა ფრანგული კომპანიების აქციების კლების შემდეგ, რაც ჩინეთის ბაზარზე ეკონომიკური პერსპექტივის გაუარესებას უკავშირდებოდა.

ამავდროულად, ლონდონის ბირჟაზე ხელსაყრელ მდგომარეობას იძლევა ნავთობის 30%-იანი გაძვირება ბოლო სამი თვის განმავლობაში. ინფლაცია სტაბილურდება და ინგლისის ცენტრალურ ბანკს ხელს აძლევს, შეწყვიტოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების 22-თვიანი ციკლი. ეს გამოიწვევს ფუნტის გაუფასურებას დოლარის მიმართ, რაც ძალზედ აწყობს ექსპორტიორებს, რომლებიც ინდექსში მრავლადაა.

კახი ჩაკვეტაძე