მოლდოვამ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვაზე უარი განაცხადა

მოლდოვა რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ გაზს აღარ შეიძენს, - ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა.

"ჩვენ აღარ შევიძენთ ბუნებრივ გაზს „გაზპრომისგან“ კონსტიტუციური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისთვის“, - განმარტა მინისტრმა.

მისი თქმით, რესპუბლიკამ გაზის ალტერნატიული წყაროებიდან მოპოვება ევროპულ ბაზარზე მისი შეძენით მოახერხა.

"უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით ამის გაკეთება უფრო დაბალ ფასად იმ ფორმულასთან შედარებით, რომელიც გათვალისწინებულია "გაზპრომთან" ხელშეკრულებაში“, - დასძინა პარლიკოვმას