მსოფლიოს მნიშვნელოვანი ბრენდები

მარკეტინგულმა ჯგუფმა Havas Media Group 2015 წლის მნიშვნელოვანი ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, 2015 წლის მნიშვნელოვანი ბრენდი სამხრეთკორეული კონცერნი ”სამსუნგი” გახდა, რომელსაც ”გუგლი”, ”ნესთლე”, ”ბიმბო” და ”სონი” მოსდევს.

Havas-მა კვლევისთვის  34 ქვეყნის 12 სფეროში მოღვაწე 1 000 ბრენდი შეარჩია. კვლევის მიმდინარეობისას მარკეტინგულმა ჯგუფმა 300 ათასი ადამიანი გამოკითხა, რათა გაერკვია, თუ რამდენად არის დაკავშირებული მათი ცხოვრების სტილი ამ ბრენდებთან.

კვლევა მოიცავს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს - დაწყებული ბრენდების ზემოქმედებიდან  საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე და დამთავრებული იმით, როგორ მოქმედებენ ბრენდები ადამიანების თვითშეფასებასა და ბედნიერების ხარისხზე.

როგორც კვლევის შედეგად აღმოჩნდა, მნიშვნელოვან ბრენდებს შეუძლიათ შვიდჯერ გაზარდონ საკუთარი წილი მომხმარებლის საფულეში,რაც ჯამში 46%-ით მეტია ნაკლებად მნიშვნელოვანი ბრენდების წილთან შედარებით.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ბრენდების საბირჟო მაჩვენებელი სხვა მარკების ანალოგიურ მაჩვენებელს 133%-ით აჭარბებს.

კვლევის თანახმად, აშშ-ში ბრენდებს მომხმარებელთა მხოლოდ 22% ენდობა, დასავლეთ ევროპაში კი 31%. გამოკითხულთა უმრავლესობას კი არ ანაღვლებს, გაუქმდება თუ არა მსოფლიოში მოქმედი ბრენდების 74%.

2015 წლის მნიშვნელოვანი ბრენდები

1. Samsung

2. Google

3. Nestle

4. Bimbo

5. Sony

6. Microsoft

7. Nivea

8. Visa

9. IKEA

10. Intel

11. HP

12. Dove

13. Walmart

14. Gillette

15. Knorr

16. Kellogg"s

17. Amazon

18. PayPal

19. Honda

20. Carrefour