მითები სახლში მუშაობის შესახებ

ხშირად ვრცელდება მითები იმის თაობაზე, რომ სახლში მუშაობა არაეფექტიანია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ბოლო პერიოდში სულ უფრო ბევრი ადამიანი ხდება ფრილანსერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სახლიდან გაუსვლელად მუშაობენ. ბევრი ადამიანი კი დისტანციურად მუშაობაზე - სამუშაოს სახლიდან შესრულებაზე ოცნებობს. ბევრის აზრით, სახლში მუშაობის წყალობით შესაძლებელია გზის ფულის დაზოგვა, პირადი ცხოვრებისთვის მეტი დროის გამოყოფა და ხშირ შემთხვევაში, უფრო კომფორტულად მუშაობაც კი. თუმცა, ხშირად ვრცელდება მითები იმის თაობაზე, რომ სახლში მუშაობა არაეფექტიანია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

უმჯობესია, საქმიანი შეხვედრები სამუშაო კაბინეტში გამართოთ

ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში უკვე შესაძლებელია წარმატებული მოლაპარაკებები დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გამართოთ. თუმცა, გარკვეულწილად ამაში სიმართლის მარცვალიც არის - ზოგჯერ პირადი შეხვედრა უფრო მეტ ნდობას იწვევს კლიენტებს შორის.

სახლში მუშაობა უფრო რთულია, ვიდრე ოფისში

ხშირად სახლში მომუშავეები აღნიშნავენ, რომ სახლში მუშაობა გარკვეულ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერი წარმატებული დასაქმებული ბევრს მუშაობს და ზოგჯერ სირთულეებსაც აწყდება იმის მიუხედავად, ოფისში მუშაობს თუ სამშენებლო მოედანზე.

მოქნილი სამუშაო გრაფიკი

სინამდვილეში დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი ისეთივე მოქნილია, როგორც ოფისში მომუშავე თანამშრომლების. უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ სახლში მუშაობისას თქვენ არ გიწევთ უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობა.

კლიენტები სერიოზულად არ აღგიქვამენ

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კლიენტი თავს იკავებს სახლში მომუშავე პერსონალთან ურთიერთობისგან, ბევრი მათგანი ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ასე რომ, კლიენტების მოზიდვა არც სახლიდან გაგიჭირდებათ.

სახლში მუშაობა პროდუქტიულობას ამცირებს

რა თქმა უნდა, თუ მუშაობის პარალელურად, ბავშვს აძინებთ, ეს თქვენს პროდუქტიულებოზე აისახება. თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და თქვენ შეგიძლიათ იმ პერიოდში იმუშავოთ, როდესაც ბავშვს სძინავს, ან რამდენიმე საათით დაიქირავოთ ძიძა, რომელიც მანამდე იქნება ბავშვებთან, ვიდრე სკოლაში არ წავლენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისშემშლელი ფაქტორები ოფისშიც არსებობს.

ონლაინ ბიზნესს ნაკლები შემოსავალი აქვს

ნებისმიერი წარმატებული ინტერნეტ-მარკეტოლოგი ხმამაღლა გაიცინებდა ასეთ მოსაზრებაზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ წარმატებული ინტერნეტ ბიზნესისთვის დაუზოგავი შრომაა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ის მომგებიანი.

სახლში მუშაობის დროს ნაკლები ფული გეხარჯება

სინამდვილეში, სახლში მუშაობისას ხარჯები არც ისე მცირდება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. სახლში მუშაობის შედეგად უფრო მეტ კომუნალურ და სატალეფონო გადასახადს იხდით.