ლევან დავითაშვილს ხვალ „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ

4 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

დავითაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიდის. ის უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

„მინისტრის საათი“ პოლიტიკური განცხადებებით დასრულდება.