რამდენი იქნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2024 წელს - პროექტი

2024 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაფინანსება ეზრდება.

კერძოდ, 2023 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წლიური ბიუჯეტი 9.3 მლნ ლარი იყო, მომავალი წლისთვის კი, ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტისთვის 9.6 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.

ადმინისტრაციაში სულ 69 დასაქმებულია, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვის 3.9 მლნ ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე წლის სამივლინებო ხარჯები კი ასეთია:

2023 წლის I და II კვარტალში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისათვის ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა:

ქვეყნის შიგნით ვიზიტებისათვის: 2 817 ლარი;

საზღვარგარეთ ვიზიტებისათვის: 1 011 171 ლარი

რაც შეეხება გასულ წლებს, 2022 წელს პრეზიდენტის აპარატს 8.9 მლნ ლარის ბიუჯეტი ჰქონდა, 2021 წელს კი, 7.1 მლნ ლარი.

თამარ მუკბანიანი