5 ოქტომბერს წყალმომზადების სისტემების შესახებ II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

5 ოქტომბერს თბილისში წყალმომზადების სისტემების შესახებ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემაა წყალმომზადების სისტემები - EU სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა. მისი მიზანი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, წყალმომზადების სფეროში არსებული სიახლეების გაცნობა და მათი სხვადასხვა სექტორში სწორად გამოყენების მნიშვნელობის გაცნობიერებაა.

კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელია კომპანია AQUALINE. ღონისძიება „GERMAN WATER PARTNERSHIP - დღე საქართველოში“ ფარგლებში ტარდება.

კონფერენციას გახსნის საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი. სპეციალური სტუმრები არიან:

  • ალექსანდრე თევდორაძე - საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; სსიპ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი
  • ბორის გრეიფენედერი - GERMAN WATER PARTNERSHIP გენერალური დირექტორი
  • ტომას ბოიტელი - GWP EECCA, ექსპერტი წყალმომზადების საკითხებში

აქვე გაგაცნობთ ღონისძიების მომხსენებლებს:

  • ბორის გრეიფენედერი - GERMAN WATER PARTNERSHIP (გერმანია)
  • ბურჰარდ შვარცი - HERBORNER PUMPEN (გერმანია)
  • ლიკა მესხი - AQUALINE LTD (საქართველო)
  • ტომას ბოიტელი - LUTZ JESCO (გერმანია)
  • თამარ ნიკურაძე - GWP (საქართველო)
  • სერგეი ზახაროვი - DINOTEC (გერმანია)
  • მალეკ იოსეფი - BIOWORKS GMBH (გერმანია)
  • პროფ. ალექსანდერ ქემფე - GERMAN ENVIRONMENT AGENCY (გერმანია)
  • თეოდორ პალადიე - MÖSSLEIN PRODUCTS GMBH (გერმანია)

კონფერენცია 11:00 საათზე, სასტუმრო Sheraton Metekhi Palace-ში დაიწყება.

(R)