2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე 5 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე 5 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე გააცნობს.

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად 5%-ისა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი მცირდება და 3,1%-ის ოდენობით განისაზღვრება.

შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 2.6%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 78,8 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

უცვლელია ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა - ის მშპ-ის 2.8%-ია.

მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებით 40%-ზე დაბალ ნიშნულზეა და მშპ-ს 38.4%-ია.

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 256,7 მლნ ლარით იზრდება და 22 170,9 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის - საგადასახადო შემოსავლები იზრდება 420,0 მლნ ლარით და შეადგენს 16 710,4 მლნ ლარს.

სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 431,2 მლნ ლარით იზრდება და 22 311,3 მლნ ლარს შეადგენს.