დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთმა მარცვლეულის დერეფანზე თავდასხმისთვის, შესაძლოა, საზღვაო ნაღმები გამოიყენოს

რუსეთმა მარცვლეულის დერეფანზე თავდასხმისთვის, შესაძლოა, საზღვაო ნაღმები გამოიყენოს.

ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტიორი სამოქალაქო გემების გზები დანაღმონ და განხორციელებულ შეტევებში უკრაინა დაადანაშაულონ.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთმა „უკვე გაანადგურა იმდენი მარცვლეული, რამდენიც ერთი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანის გამოკვებისთვის იქნებოდა საჭირო“.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე წარმატებული შეტევები განახორციელეს.