„საქართველოს განვითარების ფონდმა“ 2022 წელი 87 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, ეს კი წინა წელთან შედარებით 80-მილიონიანი ზრდაა - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ბიუჯეტის 2024 წლის პროექტის „ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში“.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, სადაც მოცემულია სახელმწიფო კომპანიების ფინანსური ანალიზი, სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ შემოსავლებმა 488 მლნ ლარს მიაღწია, რაც აგრეთვე წინა წელთან შედარებით 452 მლნ ლარით მეტია.
ზემოაღნიშნულ დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ფონდის „რისკის რეიტინგი საშუალო რისკიანიდან გაუმჯობესდა დაბალ რისკიანზე, რაც ახსნადია რიგი გარემოებებით:
ცნობისათვის, რეფორმირებული საპარტნიორო ფონდი 10 სექტემბრიდან შეუდგა მუშაობას. შეიცვალა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ფონდის საქმიანობად მხოლოდ საინვესტიციო მიმართულება განესაზღვრა.