მსოფლიოში კაკაოს ფასი მკვეთრად გაიზარდა – შოკოლადი შესაძლოა, კიდევ უფრო გაძვირდეს

დასავლეთ აფრიკაში კაკაოს იმედგამაცრუებელი მოსავლის შემთხვევაში, შოკოლადის ფასებმა მსოფლიოში შესაძლოა, კიდევ უფრო აიწიოს.

Bloomberg-ის ცნობით, მხოლოდ გასულ წელს კაკაო 47%-ით გაძვირდა, რაც ცუდი ამინდისა და მცენარეული დაავადებების საფრთხეება განაპირობა კოტ დიუვარსა და განაში, რომლებიც მსოფლიო მიწოდების 2/3-ს შეადგენენ. უჩვეულოდ წვიმიანი ამინდი, ე.წ. El Nino, საქმეს კიდევ უფრო ართულებს და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გლობალური დეფიციტის საწყისები იკვეთება.

აღსანიშნია, რომ შოკოლადის უმსხვილესმა მწარმოებლებმა Hershey Co.-მა და Lindt & Spruengli AG-მა უკვე გააფრთხილეს მომხმარებლები ფასების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით.

ნიუ-იორკის კაკაოს ფიუჩერსებმა 12-წლიან მაქსიმუმს მიაღწია შუა სექტემბერში და ფასებმა 1979 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ მცირედით დაიკლო. გაძვირება განაპირობა წვიმებისა და სასუქის გაძვირების შედეგად მოსავლის დაზიანებამ დასავლეთ აფრიკაში.

ბაზარზე არსებული მდგომარეობა უკვე აისახა მიწოდების ჯაჭვზე საერთაშორისო მასშტაბით. ქარხნებმა შეამცირეს კაკაოს გამოყენება სხვადასხვა პროდუქტში, ფასების ზრდა კი მოთხოვნის რაოდენობის კლებას იწვევს.

სამომავლო ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი მოსავალი იქნება განასა და კოტ დიუვარში.

მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი, მეტ-ნაკლებად, ფუფუნების საგანს წარმოადგენს და მასზე ფასის ზრდა მოთხოვნის კლებას აუცილებლად არ ნიშნავს, გაძვირება მაინც გამოიწვევს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას.

კახი ჩაკვეტაძე