გამოკითხულთა უმეტესობა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით გაწეული მომსახურებით კმაყოფილია

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, რომელმაც დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა, გაწეული მომსახურებით კმაყოფილი დარჩა.

კვლევის თანახმად, ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით, გამოკითხულთა 43%-მა ისარგებლა, 55%-მა - არა. რაც შეეხება იმ 43%-დან უმრავლესობას, ვინც დაზღვევის პროგრამა გამოიყენა, 57% გაწეული მომსახურებით "სრულიად კმაყოფილი", 33% - "ნაწილობრივ კმაყოფილი", 5 % - "ნაწილობრივ უკმაყოფილო", 3% კი - "სრულიად უკამყოფილო" დარჩა.

რაც შეეხება შეკითხვას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმართეთ თუ არა შემდეგ დაწესებულებებს: გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს (112) რესპოდენტთა 32% დაუკავშირდა, იუსტიციის სახლს - 24%, მერია/გამგეობას - 11%, საკრებულოს - 6%, პოლიციას - 3%, სასამართლოს - 2%, პარლამენტსა და პროკურატურას კი - 1%.

ამასთან, 112-ის მიერ გაწეული მომსახურებით რესპონდენტთა 90%-ზე მეტი კმაყოფილი დარჩა, 6% - უკმაყოფილო. იუსტიციის სახლის მომსახურებასთან დაკავშირებით კმაყოფილება 96%-მა დააფიქსირა, მერიის და გამგეობის მიერ გაწეული მომსახურება დადებითად 58%-მა შეაფასა, საკრებულოს მომსახურებით კმაყოფილია - 69%, პოლიციის მიერ გაწეული მომსახურებით კი - 70%.