თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართული პროდუქციის 98%-მდე ნულოვანი ბაჟით შევა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ხელშეკრულებას ხელი 10 ოქტომბერს მოეწერება, რითაც ქვეყნისთვის 9- მილიონიანი ბაზარი გაიხსნება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა სასურსათო პროდუქტებს ყიდის ამ ეტაპზე საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში 3,726 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქტი გავიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე თითქმის, 27%-ით მეტია. 2022 წლის იანვარ აგვისტოში, საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტირებულმა სასურსათო პროდუქტების მოცულობამ 2,943 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება კონკრეტულად ადგილობრივ ექსპორტს, წელს იანვარ-აგვისტოში 2,871 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქტი გავიდა, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის მხოლოდ 0,4%-ს შეადგენს. წელს 8 თვეში საკვები პროდუქტების და სასმელების ადგილობრივმა ექსპორტმა 649,654 მლნ დოლარი შეადგინა.
ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტი წელს ასე გამოიყურება: