დღეს სოციალურ მედიას სხვადასხვა შემოქმედებითი პიროვნებები მართავენ. ინფლუენსერები და კრეატორები სხვადასხვა სფეროზე გლობალურ გავლენას ახდენენ. მათ კონტენტს ბრენდისთვის მილიონობით თაყვანისმცემლის მოზიდვა შეუძლიათ.
Forbes-მა 2023 წლის ორმოცდაათი საუკეთესო კრეატორი დაასახელა. ამ შემქმნელებს ერთობლივად 2,6 მილიარდი მიმდევარი ჰყავთ და ამ პროცესში მათ დაახლოებით 700 მილიონი დოლარის შემოსავალი გამოიმუშავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს ბრენდებმა კრეატივ მარკეტინგზე დაახლოებით 21 მილიარდი დოლარი დახარჯეს.
საინტერესოა ვინ არის მათ შორის ყველაზე გავლენიანი?
ჩარლი დ'ამელიო
ჩარლი დ'ამელიო ლიდერობას, როგორც TikTok-ის საუკეთესო კრეატორი ქალი, აგრძელებს. კონექტიკუტში დაბადებული გოგონა ახლა TikTok-ის ყველაზე პოპულარული ფიგურაა.
ცოტა ხნის წინ ჩარლი Prada-ს სახე გახდა. ასევე აკეთებს ერთობლივ რეკლამებს სხვადასხვა ბრენდებისთვის, როგორიცაა Amazon, CeraVe და SKIMS.
ჩარლი სიაში მეხუთე ადგილს იკავებს, დაახლოებით 23 მილიონი დოლარის შემოსავლით და 213 მილიონი მიმდევრებით პლატფორმებზე.
რეტი და ლინკი
სკოლის საუკეთესო მეგობრებმა პირველი ვიდეო YouTube-ზე 2006 წელს გამოაქვეყნეს. დღეს კი ისინი კალიფორნაში გასართობ კომპანიას ფლობენ. წყვილი პლატფორმაზე ქმნის სხვადასხვა შოუს და 100-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
ისინი სიაში მეოთხე ადგილზე არიან, დაახლოებით 35 მილიონი დოლარის სავარაუდო შემოსავლით და დაახლოებით 51 მილიონი მიმდევარით.
ჯეიკ პოლი
მესამე ადგილზეა ამჟამინდელი YouTube ვარსკვლავი ჯეიკ პოლი, რომელიც ცნობილია ტრიუკების შესრულებით.
მან პარტნიორობა გაუწია ენერგეტიკულ სასმელს ცელსიუსს, დააარსა ფსონების აპლიკაცია Betr და მას შემდეგ ხელი მოაწერა MMA ხელშეკრულებას.
Forbes-ი მის შემოსავალს 34 მილიონ დოლარად აფასებს, მისი აუდიტორია კი დაახლოებით 66 მილიონი მიმდევარისგან შედება.
ოლაჯიდე ოლატუნჯი (KSI)
KSI სიაში მეორე ადგილზეა. მან YouTube-ზე მოღვაწეობა დაიწყო 2009 წელს, როდესაც FIFA-ს თამაშებზე რეაქციის ვიდეოებს დებდა. დროთა განმავლობაში კომიკოსმა მილიონობით მიმდევარი მიიზიდა და კომიკოსიდან მოკრივე გახდა.
KSI-მ გამოუშვა ორი სინგლი და ამჟამად ლობირებს თავის Prime hydration კომპანიას ლოგან პოლთან ერთად. ის დაახლოებით 24 მილიონ დოლარს ფლობს და ამჟამად 112 მილიონი მიმდევარი ჰყავს.
ჯიმი დონალდსონი (Mr. Beast)
Mr. Beast მსოფლიოში ცნობილი YouTube-ერი 300 მილიონზე მეტი გამომწერით.
ის ცნობილია თავისი ექსტრემალური ხარჯებითა და ფართომასშტაბიანი ტრიუკებით. Forbes-ის მიხედვით, მან დაახლოებით 82 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. დონალდსონი მონაწილეობს სხვადასხვა ბიზნეს წამოწყებებსა და საქველმოქმედო მიზნებში.
წყარო: therichest.com