გერმანიიდან საქართველოს ათეულობით მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

მოქალაქეები აცხადებენ, რომ გერმანიიდან საქართველოს ათეულობით მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

როგორც ისინი მედიასთან აღნიშნავენ, ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მათ უთხრეს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

"საერთოდ არაფერი მითხრეს, არაფერი ვიცოდი. დააკაკუნეს და გვითხრეს, უნდა გაგიშვათ, თქვენი ქვეყანა გითხოვთ, უზრუნველყოფილი ხართო, რანაირად ვართ უზრინველყოფილი. ქუჩაში ვარ ამ საღამოს. უსაფრთხოა თქვენი ქვეყანაო", - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ "მთავარ არხთან".

კიდევ ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ დეპორტირებულების რაოდენობა საკმაოდ დიდია.

"ყველაფერო გავყიდეთ სოფელში, ბავშვი ჩავიყვანეთ. წუხელ დაგვადგნენ, დეპორტი გაქვთ, უნდა წახვიდეთო. ხუთ წუთში გაგვათავისუფლებინეს ოთახი. ბავშვის მდგომარეობის გამო, ათ რიცხვში ექიმის მიმართვა გვქონდა, ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა.

იმდენი ხალხი წამოვიდა ბავშვებიანად", - განაცხადა კიდევ ერთმა მოქალაქემ.