საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით დიზელს და ბენზინს რუსეთში ყიდულობს - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დეპუტატ ლევან ბჟაშვილის კითხვის საპასუხოდ მიწერილ მონაცემებში.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ მსოფლიოში 716,219 მლნ დოლარის ღირებულების 916 759 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა, მათ შორისაა როგორც ბენზინი და დიზელი, ასევე ნავთი, ნაფტა, საპოზი ზეთები, საავიაციო ნავთი და ა.შ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქვეყნებს, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ბენზინს და დიზელს ყიდულობს.
2023 წლის იანვარ-აგვისტო, საავტომობილო ბენზინი:
2023 წლის იანვარ-აგვისტო, დიზელი:
მთლიანად 2023 წლის 8 თვეში საქართველომ სულ იყიდა 283,033 მლნ დოლარის ღირებულების ბენზინი და 302,814 მლნ დოლარის ღირებულების დიზელი. ყველაზე დიდი რაოდენობით კი, როგორ უკვე აღვნიშნეთ, რუსეთში. ბენზინის იმპორტი რუსეთის წილი არის 68,6%, დიზელის შემთხვევაში კი 77%.