პრემიერი - გრანადაში ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან

მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში გაიმართა. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტთან მიმართებით.

„მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში გაიმართა. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან. ასეთი მაღალი დონის დიალოგი აუცილებელია საქართველოსთვის. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ჩვენს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტთან მიმართებით, რადგან წლის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.