ისრაელის ჯარმა ჰამასის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო

ისრაელის არმიამ ჰამასის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები აქვეყნებს.

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ჰამასის დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ საბრძოლო თვითმფრინავები ღაზას სექტორში ჰამასის სტრატეგიულ ობიექტებზე ახორციელებენ თავდასხმებს.

ამ დრომდე ჰამასსა და ისრაელის ჯარებს შორის საბრძოლო მოქმედებები მინიმუმ შვიდ ადგილზე მიმდინარეობს. ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დღეს დილით ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 2200-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.