„თიბისის“ და ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
ბანკის პრესსამსახურის ცნობით, შეთავაზებით სარგებლობისთვის, მოსწავლეებმა მგზავრობისას „თიბისის“ მოსწავლის Visa/Mastercard ფიზიკური ბარათი უნდა გამოიყენონ. „მგზავრობის რაოდენობა შეზღუდული არ არის. სატრანსპორტო შეღავათი გავრცელდება „თიბისის“ ქუთაისის ფილიალებში გაცემულ მოსწავლის ბარათებზე. ახალი მომხმარებლებისთვის, სატრანსპორტო შეღავათი ბარათის აღებიდან 2 სამუშაო დღეში გააქტიურდება.
ქუთაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათი ასევე „თიბისის“ სტუდენტის ბარათის მფლობელებისთვისაც ვრცელდება. ქუთაისის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების 33 ათასზე მეტ სტუდენტს ნახევარ ფასად შეუძლია მგზავრობა.
„თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მათზე მორგებული პროდუქტების, სერვისებისა და შეთავაზებების შექმნა, ბანკისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.