თბილისში წელიწადში 240 საათს საცობებში ვატარებთ - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია მე-12 სართულის კვლევის შედეგები.
„ევროკავშირის ქალაქებში საცობში დგომის საშუალო დრო თბილისის მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია. თბილისში თვეში მინიმუმ 20 საათს, წელიწადში კი 240 საათს ვატარებთ საცობში, იმის გათვალისწინებით, თუ დღეში გზაში მინიმუმ 1 სთ ვფერხდებით. ევროკავშირის ქვეყნებში, თბილისის ზომის ქალაქებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია.
ამსტერდამში წელიწადში 30 საათი დგანან საცობში, ბრატისლავაში - 29 საათი, პრაღაში, ბუდაპეშტში და ჰელსინკში 24 საათი, ხოლო ლისაბონში 22 საათი. ყველაზე მაღალი რიცხვი არის 3-მილიონიან რომში, წელიწადში 165 საათი, რაც თბილისზე 75 საათით ნაკლებია,“- აღნიშნავენ კვლევის ავტორები.