ისრაელთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ ქვეყანაში, სადაც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს

წელს 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა 1,4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 23,942 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წლის 8 თვეში - 22,523 მლნ აშშ დოლარი.

ამასთან, წელს ისრაელიდან იმპორტმა 10,412 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან ისრაელში ექსპორტმა 13,530 მლნ აშშ დოლარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ წელს ისრაელში.

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისთვის - 2,067 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 2,016 მლნ აშშ დოლარი
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 1,339 მლნ აშშ დოლარი
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1,169 მლნ აშშ დოლარი
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1,169 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 1,246 მლნ აშშ დოლარი
  • ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 1,100 მლნ აშშ დოლარი
  • ბოსტნეული სხვა, ძმრის დამატების გარეშე, დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი - 876.9 ათასი აშშ დოლარი
  • ფილები, ფურცლები სხვა პოლიმერული მასალებისაგან - 739.7 ათასი აშშ დოლარი ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის - 485.3 ათასი აშშ დოლარი

რაც შეეხება ინვესტიციების მოცულობას, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ისრაელიდან საქართველოში 13,226 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2021 წელს - 26,686 მლნ აშშ დოლარის, 2022 წელს - 35,093 მლნ აშშ დოლარის, 2023 წლის 2 კვარტალში კი ჯამში 5,231 მლნ აშშ დოლარის.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ ისრაელზე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თავდასხმა, ასევე სარაკეტო გასროლები შაბათს განახორციელა. საპასუხოდ კი, ისრაელმა ღაზას სექტორზე იერიში მიიტანა.

შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია ისრაელის 750-მდე მოქალაქე, ხოლო გატაცებულია 180-მდე.

ნინი ქეთელაური