TBC Capital-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, ისრაელში განვითარებული მოვლენები ნავთობის ფასების ზრდის ფაქტორია.
„სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისი იყო. პროგნოზის კუთხით, საყურადღებოა ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების უკვე დაღმავალი ტენდენცია, თუმცა, ისრაელში განვითარებული მოვლენები ნავთობის ფასების ზრდის ფაქტორია“, - აცხადებენ TBC Capital-ში.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა ამ დროისთვის 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 2 200-ს აღემატება.