ბენიამინ ნეთანიაჰუ - ომი ახლო აღმოსავლეთის რეგიონს გარდაქმნის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხრეთ რეგიონის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ „ომი ახლო აღმოსავლეთის რეგიონს გარდაქმნის“. ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

„ვიცი, რომ თქვენ მძიმე და საშინელი რამ გადაიტანეთ. ის, რასაც „ჰამასი" გამოცდის, იქნება მკაცრი და საშინელი - ჩვენ უკვე იმ ბრძოლის შუა ეტაპზე ვართ, რომელიც ახლა დავიწყეთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ პოლიტიკოსები სიმტკიცისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ მომავალ ბრძოლას დრო დასჭირდება.