აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) 2024 წლის ყოველწლიურ შეხვედრას უზბეკეთი უმასპინძლებს. ცერემონიაზე, რომელიც შარმ ელ შეიხში, ეგვიპტეში AIIB - ის 2023 წლის ყოველწლიური შეხვედრის დასასრულისა და 2024 წლის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელ ქვეყანაში გადაცემის აღსანიშნავად გაიმართა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მმართველმა საბჭომ გამოაცხადა, რომ რიგით მეცხრე ყოველწლიური შეხვედრა 2024 წლის სექტემბერში სამარყანდში, უზბეკეთში გაიმართება.

AIIB-ის ეგვიპტის გუბერნატორმა, AIIB-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ და 2023 წლის AIIB ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელმა, დოქტორ მოჰამედ მააიტიმ საზეიმო ვითარებაში გადასცა მასპინძელი ქვეყნის სტატუსი AIIB-ის უზბეკეთის გუბერნატორს, ბატონ ლაზიზ კუდრატოვს, რომელიც 2024 წლის AIIB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის და 2024 წლის AIIB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლის თანამდებობას ჩაიბარებს.

„ჩვენ ვაფასებთ უზბეკეთის და ეგვიპტის მთავრობების მუდმივ მხარდაჭერას“, - განაცხადა AIIB-ის პრეზიდენტმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ჯინ ლიკუნმა. „AIIB-ის ყოველწლიური შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, მოვისმინოთ ჩვენი აქციონერების ფასდაუდებელი შეხედულებები და მითითებები ჩვენი ბანკის სტრატეგიული მიმართულებებისა და ინიციატივების შესახებ. ბანკის აქციონერებთან აქტიური ჩართულობა აუცილებელი იყო გამჭვირვალობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, რაც საფუძვლად უდევს AIIB-ის სწრაფ და ძლიერ ზრდას.”

”ბანკის ყოველწლიური შეხვედრების წარმატება განპირობებულია ჩვენი მასპინძლების ურყევი მხარდაჭერით, რომლებიც ხელს უწყობენ მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას და უზრუნველყოფენ ღია დისკუსიებს გლობალური საკითხებზე.” - თქვა AIIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა და კორპორატიულმა მდივანმა დოქტორ ლუდგერ შუკნეხტმა.

AIIB- ის 2023 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე განმტკიცდა ბანკის მხარდაჭერა საქართველოში და რეგიონში მდგრადი განვითარების და ეკონომიკური ზრდის მიმართ.

ბანკის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ეგვიპტის ხალხსა და მთავრობას 2023 წლის AIIB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობისთვის.

დღევანდელი დღის მონაცემებით, საქართველოში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) ოთხი პროექტი აქვს დამტკიცებული, რომელთა საერთო ღირებულება 350 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საგანგებო სიტუაციებზე COVID-19 რეაგირების პროექტი და მენეჯმენტისა და კონკურენტუნარიანობის პროგრამა შექმნილია პანდემიის ზემოქმედების შესამცირებლად და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მზადყოფნის გასაძლიერებლად, ხოლო თიბისი ბანკის COVID-19 საკრედიტო ხაზის პროექტი მიზნად ისახავს თიბისის ლიკვიდურობის მიწოდებას COVID-19-ის დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად. AIIB-მა ასევე დააფინანსა ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი ქვეყნის დასავლეთში.

AIIB-ის შესახებ

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაც საქართველოა, არის მრავალმხრივი განვითარების ბანკი, რომლის მისიაა დააფინანსოს ინფრასტრუქტურა მომავლის მშენებლობისთვის - ინფრასტრუქტურა მდგრადობით. ბანკმა ოპერირება დაიწყო პეკინში 2016 წლის იანვარში და მას შემდეგ გაიზარდა 106 დამტკიცებულ წევრამდე მთელ მსოფლიოში. ბანკს გააჩნია 100 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალი და მინიჭებული აქვსTriple-A-რეიტინგი მსხვილი საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების მიერ. პარტნიორებთან თანამშრომლობით, AIIB აკმაყოფილებს კლიენტების მოთხოვნილებებს ახალი კაპიტალის განბლოკვით და ინვესტიციებით ინფრასტრუქტურაში, რომელიც არის მწვანე, ტექნოლოგიური და ხელს უწყობს რეგიონულ დაკავშირებას. AIIB-მ 1 ივლისს მიაღწია თავის პირველ კორპორატიულ ვალდებულებას, ასევე აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები სრულად არის შესაბამისობაში Paris Aligned შეთანხმებასთან.

(R)