სავალუტო ფონდმა საქართველოს  ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.2%-ით გააუმჯობესა

სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.2%-ით გააუმჯობესა. აქამდე ორგანიზაცია 6%-იან ზრდას ელოდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით, მომავალ წელს კი - 4.8%-ით გაიზრდება.

უახლესი პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი წელს 2.4%-მდე, ხოლო მომავალ წელს 2.7%-მდე გაიზრდება.

სავალუტო ფონდის თანახმად, წელს უმუშევრობა 18.4%-ს, ხოლო 2024 წელს 18.6%-ს შეადგენს.

IMF-ის უახლესი პროგნოზით, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი წლის გლობალური ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება.

თამარ მუკბანიანი