ქართული ავიაკომპანია, Georgian Wings-ი თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს კვირაში 5-მდე ზრდის.
Georgian Wings-მა თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტიდან ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები 5 სექტემბრიდან დაიწყო.
თავის ვებგვერდზე ავიაკომპანია აცხადებს, რომ Georgian Wings თბილისი-ბაქოს მიმართულებით თავდაპირველად ფრენებს კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას გეგმავდა. თუმცა „კომერციული გათვლებისა და გეგმების მიხედვით, ფრენების სიხშირე კვირაში 5-მდე გაიზარდა და რეისების დღეებს ორშაბათი და შაბათი დაემატა.“
„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმები, ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით, სწორი და გამართლებული იყო,“ - აცხადებენ Georgian Wings-ში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ