"ჰენკელი" Colgate-Palmolive-ს ყიდულობს

გერმანული კომპანია "ჰენკელი" ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში პირადი ჰიგიენის მწარმოებელ ამერიკულ Colgate-Palmolive-ს 220 მილიონ ევროდ ყიდულობს.

ამგვარად "ჰენკელი" ავსტრალიაში სარეცხი საშუალებების ბაზრის თითქმის სრულად დაკავებას შეძლებს. გერმანული კონცერნი ამ დრომდე ავსტრალიაში მხოლოდ კოსმეტიკის საშუალებებით იყო წარმოდგენილი. იგი ისეთ ცნობილ ბრენდებს აწარმოებს, როგორიცააა "შვარცკოფის" შამპუნი. "ჰენკელის" გაყიდვებმა 2014 წელს 110 მილიონი ევრო შეადგინა.

"ჰენკელი", ისევე როგორც Colgate-Palmolive-ი მსოფლიოში ჰიგიენის პროდუქტების მწარმოებელ წამყვან კომპანიებს წარმოადგენს.