წარმატებული ქართული საწარმო, რომლის პროდუქტიც სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის ექსპორტზე

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ენერგოეფექტური, შვეიცარიული დანადგარებით აღჭურვილი - ეს ქართული საწარმო „გრინვილია“, რომელიც 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ ევროპული ხარისხის პროდუქტს აწარმოებს. საწარმო პროექტის - „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით შეიქმნა.

საწარმოს თვიური სრული წარმადობის პოტენციალი 300 ტონამდეა. ამ ეტაპზე „გრინვილი“ აწარმოებს მაღალი ხარისხის სპრედს „ოდას“ ბრენდით. ამ ადგილობრივი პროდუქტით უკვე მოხდა იმპორტირებული პროდუქტის დიდწილად ჩანაცვლება. „ოდას“ სპრედი ხარისხიანი პროდუქტია, რომელიც საერთოდ არ შეიცავს ტრანსცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ცხიმებს. აქვე აღსანიშნავია ის საკითხიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით პროდუქტში 2%-მდე ტრანსცხიმების შემადგენლობა დასაშვებად მიიჩნევა. რაც შეეხება პალმის ცხიმს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაშია სახიფათო ჯანმრთელობისთვის, თუ ჰიდროგენიზებულია. აღნიშნული ორი კრიტერიუმით „ოდა“ უმაღლესი სტანდარტის პროდუქტია.

370342930-1368991473740011-2969608624896756670-n-1697026475.jpg

ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული პროდუქტის პარალელურად, „გრინვილი“ ექსპორტს აწარმოებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. საწარმოში ექსპორტისთვის 2 დასახელების ბრენდი იქმნება.

გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს საწარმოს შესახებ:

  • საწარმოში დანერგილია საერთაშორისო ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO და ფლობს საკვები პროდუქტების ხარისხისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის საერთაშორისო სისტემების სერტიფიკატებს. ეს თავის მხრივ მოიცავს HACCP (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა) სერტიფიკატსაც, რომელიც წარმოადგენს სურსათის უვნებლობის სისტემას;
  • „გრინვილში“ დანერგილია საერთაშორისო მოთხოვნების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა და სტანდარტი;

370342930-266718972438543-6255846624968149480-n-1697026579.jpg

  • საწარმოში მიმდინარეობს ხარისხის მუდმივი კონტროლი, ლაბორატორიული კვლევები ყოველკვირეულად ტარდება. კონტროლდება და აღირიცხება ნებისმიერი ნედლეულის მიღება-დასაწყობება;
  • კომპანიაში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური 30 ადამიანი და მუდმივად ხდება მათი გადამზადება. საწარმოში შექმნილია ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • ადგილობრივი საწარმო „გრინვილი“ მდებარეობს თბილისში. 2400 კვ.მ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს უშუალოდ საწარმოს, მაცივარს (-5 გრადუსი), სასაწყობე მეურნეობასა და საოფისე ფართს კომპანიის თანამშრომლებისთვის;
  • ამ ეტაპზე „ოდას“ პროდუქტი ხელმისაწვდომია 200გრ. 1კგ და 5კგ.-იანი შეფუთვებით. უახლოეს პერიოდში ახალი, ბრიტანული დანადგარები დაემატება საწარმოს, რაც საშუალებას მისცემს საწარმოს მომხმარებელს შესთავაზოს 500გრმ.-იანი შეფუთვები.

387494081-860626151941943-9131531308749474556-n-1697026621.jpg

(R)