გორის მერია - ზერტში სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

ზერტში სპორტული მოედნისა და ტრენაჟორების მოწყობა მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით ფეხბურთის მოედანზე ხელოვნური საფარი, გარე განათება, ღობე და ფეხბურთის კარები მოეწყობა.

„სივრცეში, სადაც გარე მოხმარების სავარჯიშო ინვენტარის მონტაჟი იგეგმება, დეკორატიული ბორდიურები და კაუჩუკის ფილები მოეწყობა.

პროექტები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.