საპენსიო სააგენტო - 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.93 მილიარდი ლარია

2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.93 მილიარდი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წმინდა ამონაგები კი 693 მილიონ ლარს შეადგენს.

„საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 448 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 5,133 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 15.8 მილიონ ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

sapensio1-1697030456.jpg